
მინსკის მახლობლად, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა
27/02/2023 06:33:59 ევროპა
ბელარუსიაში აფეთქებები მოხდა მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე, მინსკიდან 12 კილომეტრში. დაზიანებულია რუსული თვითმფრინავი და თოვლის საწმენდი მანქანები, – იუწყება ოპოზიციური მოძრაობა BYPOL, რომელიც ყოფილი ძალოვანების მიერ არის შექმნილი.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე სამხედრო და საგზაო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ. ამოწმებენ გამვლელ მანქანებს. დილით, აფეთქებების შესახებ აეროდრომის მიდამოში ადგილობრივი ტელეგრამ–არხებიც იტყობინებოდნენ.
პრორუსი ბლოგერები წერენ, რომ აეროდრომს, წინასწარი მონაცემებით, დრონები დაესხნენ თავს. ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით ჯერ არ დასტურდება.
ბელარუსის ტერიტორიას რუსი სამხედროები იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში, მაგრამ ახლა ის გაცილებით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ომის პირველ კვირებში. ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინის ტერიტორიაზე და ბელარუსის არმია ომში ჩაერთვება მხოლოდ კიევის აგრესიის შემთხვევაში.
დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან შეტევა შესაძლებელია, დღეს ნაკლებად სავარაუდოა.