Accentnews.ge
რუს სამხედროებს შორის მასობრივი დეზერტირობა ფიქსირდება – უკრაინის გენშტაბი

რუს სამხედროებს შორის მასობრივი დეზერტირობა ფიქსირდება – უკრაინის გენშტაბი

27/02/2023 06:56:30 ევროპა

27 თებერვალს, დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმატებების ფონზე, მტრის ჯარებში მასობრივი დეზერტირობის ფაქტები შეინიშნება“.

„ამის გათვალისწინებით, რუსი მეთაურების მოადგილეები აქტიურად ახორციელებენ ახსნა-განმარტებით სამუშაოებს რუსი სამხედრო მოსამსახურეების დეზერტირობის თავიდან ასაცილებლად.კერძოდ, ყველა დამპყრობელს აშინებენ, რომ რუს სამხედროებს, რომლებმაც 2017 წლიდან სამხედრო ნაწილი უნებართვოდ დატოვეს, მიესაჯათ 4-დან 12 წლამდე პატიმრობა“,– ნათქვამია დილის ანგარიშში.

უკრაინის სარდლობა ასევე იუწყებია, რომ რუსული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციების კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და შახტიორკის მიმართულებებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა გასული დღის განმავლობაში ამ რაიონებში 81 თავდასხმა მოიგერიეს, – ნათქვამია მოხსენებაში.

„გასული დღის განმავლობაში რუსებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა, მათგან ორი „შაჰედ-136“–ით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ორივე დრონი ჩავაგდეთ. მტერმა ასევე განახორციელა 50-ზე მეტი თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, კერძოდ, ხერსონის რეგიონსა და დონბასში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არიან დაღუპული და დაჭრილები მშვიდობიანი მოსახლეობაში, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით რუსული სარაკეტო დარტყმის საფრთხის დონე კვლავ მაღალია“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში.

ამავე ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ოთხი დარტყმა განახორციელა პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში, ხოლო უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული სუ-25–ის მოიერიშე თვითმფრინავი, დაარტყეს რუსული საბრძოლო მასალის საცავს და სატელიტური კომუნიკაციების ჩამკეტ სადგურს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S