Accentnews.ge
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: „ყირიმი უკრაინაა, ამიტომ, ის უნდა დაბრუნდეს“

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: „ყირიმი უკრაინაა, ამიტომ, ის უნდა დაბრუნდეს“

27/02/2023 07:12:55 ევროპა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი პეკინის „სამშვიდობო გეგმის“ კომენტირებისას გამოვიდა შეთავაზებით, რომ ჩინეთი განსაჯონ „საქმით და არა სიტყვებით“.

„როდესაც მესმის ცნობები - არ ვიცი სიმართლეა თუ არა - რომ ჩინეთი შესაძლოა, აპირებდეს რუსეთისთვის კამიკაძე – დრონების მიწოდებას და ამავდროულად წარადგენს სამშვიდობო გეგმას, მაშინ მე ვთავაზობ, რომ ჩინეთი საქმით განსაჯონ და არა სიტყვებით. ", - თქვა პისტორიუსმა საზოგადოებრივ მაუწყებელ Deutschlandfunk-თან ინტერვიუში.

პისტორიუსმა გაიხსენა ნატოსა და ევროკომისიის კომენტარები, რომლებმაც ეჭვი გამოთქვეს პეკინის, როგორც შუამავლის სანდოობის შესახებ მისი სამშვიდობო წინადადების შემდეგ.

პისტორიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევმა უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან და ვარაუდობს, რომ ეს ასევე ეხება ყირიმის დაბრუნების ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

„...ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა მან ინტერვიუში და დასძინა, "მაგრამ... ჩვენ არ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება."

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე პეკინი გამოვიდა „სამშვიდობო წინადადებით“. უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა ჩინეთის წინადადების ზოგიერთ ელემენტს, მაგრამ თქვა, რომ სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს ინიცირებული მხოლოდ იმ ქვეყნის მიერ, რომელიც ომის მდგომარეობაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S