
გალიფ ოზთურქს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
27/02/2023 09:14:40 სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დამნაშავედ სცნო.
თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით მიუსაჯა.
თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს, დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ოზთურქის ადვოკატის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან გალიფ ოზთურქის უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საქმეს მტკიცებულებებითა და მოწმეთა დაკითხვის შედეგად ბრალდებულის უდანაშაულობა იკვეთება.
ცნობისთვის: პროკურატურა თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა- მოხმარებას ედავებოდა. ამასთან, გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს, წარდგენილი რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. ადვოკატის თენგიზ კახიძის თქმით, აღნიშნული ბრალდების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.