ვოლსკი: "ევროკავშირის ქვეყნებმა დემარშით სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ"
27/02/2023 17:05:29 პოლიტიკა
“კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას” – ამბობს "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულირებენ.
„მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ ევროკავშირის დემარში გარკვეულ უმართლობის ელემენტებს მოიცავს”, – აცხადებს ვოლსკი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება.


