
მედია – ავიაკომპანია „ვიზეარი“ 14 მარტიდან კიშინიოვის რეისებს აჩერებს
27/02/2023 18:33:12 ეკონომიკა
ავიაკომპანია „ვიზეარი“ 14 მარტიდან კიშინიოვის რეისებს აჩერებს. შესაბამის ინფორმაციას მოლდოვური სააგენტო Newsmaker ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მიზეზებით ხსნიან.
მედიასაშუალების ცნობით, „ვიზეარი“ კიშინიოვის ნაცვლად, გაზრდის რეისების რაოდენობას რუმინეთის ქალაქ იასიში, რომელიც მოლდოვის დედაქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.