Accentnews.ge
ზალუჟნი: „განახლდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა, მათ შორის F-16-ის მიწოდების გზით“

ზალუჟნი: „განახლდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა, მათ შორის F-16-ის მიწოდების გზით“

28/02/2023 07:39:48 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან საუბარში განაახლა უკრაინისთვის F-16–ის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების აუცილებლობის თემა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

როგორც იუწყებიან, ზალუჟნიმ და მილიმ განიხილეს უკრაინის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ფარგლებში სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, სიტუაცია ფრონტის ხაზზე და უკრაინის თავდაცვის ძალების შემდგომი გეგმები მისი ტერიტორიის დეოკუპაციის შესახებ.

„განახლდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა, მათ შორის F-16 მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების გზით“, - ნათქვამია ზალუჟნის განცხადებაში.

უკრაინა დიდი ხანია, სთხოვს მოკავშირეებს თანამედროვე თვითმფრინავებს. პარიზში შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა „რაც შეიძლება მალე“ მიაწოდონ უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S