Accentnews.ge
მოლდოვა დესტაბილიზაციის მომზადებაში ეჭვმიტანილ ორ უცხოელს აძევებს

მოლდოვა დესტაბილიზაციის მომზადებაში ეჭვმიტანილ ორ უცხოელს აძევებს

28/02/2023 09:45:59 ევროპა

მოლდოვის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ აპირებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით "ძირგამომთხრელი ქმედებების" განხორციელების განზრახვაში არიან მხილებულნი.

დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს მოლდოვაში დაბრუნება 10 წლით ეკრძალებათ.

SIS-ის ცნობით, დაზვერვის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ ორმა ადამიანმა "ქვეყანაში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმის განსახორციელებლად" მონაცემებისა და ინფორმაციის შესაგროვებლად სპეციალურ მომზადება გაიარა.

SIS არ აზუსტებს, თუ როდის ჩავიდნენ უცხოელები მოლდოვაში, რომელი ქვეყნიდან და ვისთვის მუშაობდნენ.

მანამდე „მოლდოვის სახელმწიფოს ძირის გამოთხრის მიზნით ესკალაციისკენ მიმარულ რუსეთის ძალისხმევაზე“ ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

თებერვლის შუა რიცხვებში სანდუმ განაცხადა, რომ მან მიიღო დოკუმენტები უკრაინის სპეცსამსახურებისგან, სადაც აღწერილია მოსკოვის მიერ ორგანიზებული შეთქმულება. უცხოელი დივერსანტების დახმარებით, ეს სავარაუდო განზრახვა, მიზნად ისახავდა ქვეყნის ხელმძღვანელობის დამხობას, ევროკავშირში გაწევრიანების თავიდან აცილებას და ქვეყნის ჩართავას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

რუსეთი უარყოფს მოლდოვის დესტაბილიზაციის გეგმას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S