Accentnews.ge
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ოთხ ბრალდებულს პატიმრობა, შვიდს კი, გირაო შეეფარდა

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ოთხ ბრალდებულს პატიმრობა, შვიდს კი, გირაო შეეფარდა

22/05/2019 11:09:40 სხვა, სამართალი

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული 11  ფეხბურთელიდან, ოთხ ბრალდებულს პატიმრობა, შვიდს კი 10 000–ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ინფორმაციით, უწყების ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. როგორც სუს-ში განმარტავენ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S