
გორში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლი
28/02/2023 14:17:32 სამართალი
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი პირი მოკლეს, კიდევ ერთი დაიჭრა.
როგორც თვითმხილველები ჰვებიან, ცეცხლი ავტომანქანიდან გახსნეს.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, მას ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. დამატებითი დეტალები უცნობია.