Accentnews.ge
ფინეთი რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს

ფინეთი რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს

28/02/2023 15:51:54 ევროპა

ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე, რუსეთთან მეტალის ღობის მშენებლობა დაიწყო,– ამის შესახებ გამოცემა YLE წერს.

სასაზღრო პუნქტ "იმატრას" ორივე მხარეს ხეებს ჭრიან. მათ ადგილას შენდება ღობის სამკილომეტრიანი მონაკვეთი: მისი დახმარებით ფინური მხარე რუსეთის ფედერაციიდან არალეგალური მიგრაციის შეჩერებას ვარაუდობს.

ღობე საზღვრის 130-260 კმ-ს მოიცავს, მის მშენებლობას ოთხ თვემდე დასჭირდება და $140 მილიონზე მეტი დაჯდება.

პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა თქვა, რომ ღობე დაეხმარება მის ქვეყანას, თავიდან აიცილოს "ჰიბრიდული საფრთხეები".

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთში თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი გაიზარდა და რუსეთ-ფინეთის საზღვრის გადაკვეთის უკანონო მცდელობები გახშირდა. 25-დან 26 სექტემბრის ჩათვლით 3000-ზე მეტმა მანქანამ გადაკვეთა ფინეთის საზღვარი. 30 სექტემბრიდან ქვეყანამ დაკეტა საზღვარი ტურისტული ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ფინეთს რუსეთთან 1500–კილომეტრიანი საზღვარი აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S