Accentnews.ge
რიგი პროექტების წარსადგენად აჭარას დეპუტატები და კულტურის მინისტრის მოადგილე სტუმრობდნენ

რიგი პროექტების წარსადგენად აჭარას დეპუტატები და კულტურის მინისტრის მოადგილე სტუმრობდნენ

28/02/2023 16:00:00 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე ახალგაზრდობის სფეროში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხედვებისა და პროექტების მუნიციპალიტეტებისთვის წარდგენის მიზნით, აჭარის რეგიონს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი,კომიტეტის წევრი, ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი - გივი მიქანაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი სტუმრობდნენ.

2023 წელს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ახალგაზრდული პოლიტიკის ინსტიტუციური გაძლიერება, ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება, აგრეთვე მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღნიშნული შეხვედრაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ემსახურება.

შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკანონმდებლოხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S