Accentnews.ge
სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნის

სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნის

01/03/2023 08:29:42 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სმაინისტრო მუშაობს ახალ "თავდაცვის კოდექსზე", რომელითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავალ მოუწევს ყველა წვევამდელს, ვინც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა, მათ შორის იქნებიან სტუდებტებიც. დეტალებზე თავდავის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა.

"დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი როგორც გადავადების საფუძველი, ვიდრე მას აქვს სტუდენტის სტატუსი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, სამინისტრო სტუდენტებს სხვა წვევამდელებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის დროს განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს. სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და სტუდენტების შერჩევა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი თუ სწავლასთან ერთად 4-წლიანი პროგრამა:

"[4-წლიანი პროგრამა] ეს გულისხმობს, რომ 4 წლის განმავლობაში, ყოველ წელიწადს, წელიწადში ერთხელ არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა - შეკრება და 4 წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან რეზერვში. ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები შეიძენენ მინიმალურ და აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს... ეს იმ შემთხვევაში, თუ მე 7 ათასი ადამიანი უნდა გავიწვიო მიმდინარე წელს და სხვა არა სტუდენტი ადამიანი შევაგროვე 6500, მე მჭირდება უკვე 500 სტუდენტით შევავსო. შერჩევის პრინციპით, პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ამ ოფციებს".

ახალი თავდაცვის კოდექსის ამოქმედება 2025 წლიდან იგეგმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S