Accentnews.ge
ბერძენიშვილი სამნიძის განცხადებას ადასტურებს და ივანიშვილთან კიდევ ერთ საუბარს იხსენებს: "აფხაზეთი გავცვალოთ ნატო–შიო"

ბერძენიშვილი სამნიძის განცხადებას ადასტურებს და ივანიშვილთან კიდევ ერთ საუბარს იხსენებს: "აფხაზეთი გავცვალოთ ნატო–შიო"

01/03/2023 09:29:55 პოლიტიკა

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი თანაგუნდელ ხათუნა სამნიძის გუშინდელ განცხადებასაც ადასტურებს და ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთ საუბარს იხსენებს.

მისი თქმით, ივანიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ნატო–ში გაცვლის შეთავაზებაც გააკეთა.

"აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ. მკაფიოდ ვუპასუხე, რომ არ იცვლება თქო. შემდეგ გვითხრა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმს დავპირდეთ საჯაროდ აფხაზებსო - ესეც დავუბლოკეთ რესპუბლიკელებმა. ამაზეც მილაპარაკია საჯაროდ. [...] მთავარი პრობლემა ის კი არაა, როდის რა გაჟღერდა და რა დოზით, არამედ ის, რომ ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება როდის და როგორ მოხერხდა (თუ ვერ მოხერხდა). [...] ისიც აღსანიშნავია, რომ 2015- 2016 წლებში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის როლი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო. ბიძინა მისი ხედვების რეალიზებას ამ მიმართულებით ვერ ახერხებდა. ბიძინას ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს. 2016- 2020 წლები დასავლური სვლის შეფერხება/ შეჩერება იყო. 2020/2021 წწ- ში არჩევნების მიტაცება უკვე სახელმწიფოებრიობის კრიზისს ქმნიდა. 2022- ის 24 თებერვლიდან კი ეს ხელისუფლება დასავლური არჩევანის წართმევით რეალურად ემუქრება საქართველოს", - წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S