Accentnews.ge
ქედა-ხულოს მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ქედა-ხულოს მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

01/03/2023 11:51:17 რეგიონები, რეკლამა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ88 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამასთან, თოვლის გამო, აღნიშნული გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (ანგისა-ხულო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S