
ბადრი ესებუამ ადვოკატ კობაიძეზე უარი განაცხადა
01/03/2023 12:44:19 სამართალი
საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა უარს ამბობს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.
ესებუამ სურვილი გამოთქვა მისი ადვოკატები მხოლოდ იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია იყვნენ.
ამ განცხადების შემდეგ ალექსანდრე კობაიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.
ცნობისთვის: გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.