
ლაგოდეხში სამი ადამიანი დაჭრეს
02/03/2023 07:47:16 სამართალი
ლაგოდეხში ფიზიკური დაპირისპირება იყო, რა დროსაც სამი ადამიანი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხის ცენტრში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაჭრილები ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში არიან გადაყვანილები. ექიმის განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაძიანებას გულისხმობს.