ნიკოლოზ სამხარაძე მის ყოფილ სტუდენტებს პასუხობს
02/03/2023 10:42:16 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მისი ყოფილი სტუდენტების მიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ შეხვედრა შესთავაზა.
"ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა გამომიგზავნა ეს წერილი და მე მათ შევთავაზე შეხვედრა. ვისაუბრებ ყველა თემაზე, რაც მათ აინტერესებთ. ვისაუბრებთ, რას ეფუძნება ეს შიშები, რა პოზიცია გვაქვს, როგორ ვუყურებთ კანონპროექტის სამომავლო ბედს, რას იტყვის ვენეციის კომისია და ა.შ. პირველი მოსმენა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრინციპი, მეორე მოსმენა არის მუხლობრივი, თუმცა მეორე მოსმენას არ გავმართავთ მანამ, სანამ არ გვექნება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია", - განაცხადა, "ფორმულას" ცნობით, სამხარაძემ.
სამხარაძეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმა გუშინ მიმართეს და სთხოვეს, წინააღმდეგობა გაუწიოს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მიღებას.


