Accentnews.ge
ბურჭულაძე – კვარაცხელიას გაწვევის შესახებ: "პრემიერის დონეზე გადაწყდება ინდივიდუალური შემთხვევები"

ბურჭულაძე – კვარაცხელიას გაწვევის შესახებ: "პრემიერის დონეზე გადაწყდება ინდივიდუალური შემთხვევები"

02/03/2023 10:57:17 პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ინდივიდუალური შემთხვევები პრემიერის დონეზე გადაწყდება. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა და მაგალითად 22 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა, რომელიც ამჟამად კლუბ "ნაპოლიში" თამაშობს.

"ინდივიდუალურ შემთხვევებს მინდა გავუსვა ხაზი. ვნახე, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდება ამ სიაში. ეს არის ტყუილია, ასე არ იქნება. მაქსიმალურად შევამცირეთ სუბიექტური გადაწყვეტილების საშუალება და ავწიეთ პრემიერის დონეზე ისეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როგორიცაა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე", - თქვა ბურჭულაძემ.

იხილეთ ასევე: სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S