Accentnews.ge
დროა, გადაიხედოს ყირიმის დეოკუპაციის სტრატეგია, რადგან პრიორიტეტები შეიცვალა – დანილოვი

დროა, გადაიხედოს ყირიმის დეოკუპაციის სტრატეგია, რადგან პრიორიტეტები შეიცვალა – დანილოვი

02/03/2023 13:15:05 ევროპა

დადგა დრო, გადაიხედოს ოკუპირებული ყირიმის განთავისუფლების სტრატეგია, რადგან ახლა პრიორიტეტები შეიცვალა, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.

„ყირიმის დეოკუპაციის სტრატეგია ახალი გადახედვის დროა“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.

დანილოვის თქმით, დეოკუპაციის საშუალებების თანმიმდევრობა - პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა - "მოითხოვს პრიორიტეტების შეცვლას".

დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის სტრატეგია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულებით 2021 წლის 24 მარტს დამტკიცდა. მასში ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის პოლიტიკის ძირითადი ელემენტია „დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო, ჰუმანიტარული და სხვა სახის ღონისძიებების კომპლექსის განხორციელება“.

კონკრეტულად როგორ იქნება სტრატეგია, დანილოვს არ დაუკონკრეტებია.

24 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყირიმის დეოკუპაციისთვის ემზადება.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილზე კომპრომისები არასოდეს იქნება რუსეთთან მოლაპარაკების საგანი. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა დანამდვილებით ვერავინ იტყვის, თუ როგორ დაბრუნდება ყირიმი კიევის კონტროლის ქვეშ, მაგრამ "ეს აუცილებლად მოხდება". მისი თქმით, „დიპლომატიური გზა (ყირიმის დაბრუნება) შეიძლება შეავსოს სამხედრო გზამ“.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ანექსირებულ ყირიმში.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმს ძალით და დიპლომატიური გზით დაიბრუნებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ყირიმის დეოკუპაციის პერსპექტივების შეფასებისას განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მელიტოპოლზე, ზაპოროჟიეს ოლქზე კონტროლის აღდგენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S