
რამდენიმე დღეში პოლონეთსა და აშშ-ს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
06/11/2019 12:59:24 სხვა, მსოფლიო
პოლონეთის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ გამგზავრებას 11 ნოემბრიდან, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღიდან შეძლებენ,- იუწყება „ასოშიეიტედ პრესი“ პოლონეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით.
როგორც ანჯეი დუდამ აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამერიკულმა მხარემ აცნობა, რომ პოლონეთისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ვაშინგტონში ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება არის კარგი და მნიშვნელოვანი ამბავი, როგორც პოლონეთის 37-მილიონიანი მოსახლეობისთვის, ისე აშშ-ში მცხოვრები 10 მილიონი პოლონელისთვის.
დუდას განმარტებით, 11 ნოემბრიდან პოლონეთის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ გამგზავრებას 90 დღემდე ვადით შეძლებენ.