Accentnews.ge
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა, სავარაუდოდ, დააკავეს რამდენიმე მომიტინგე

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა, სავარაუდოდ, დააკავეს რამდენიმე მომიტინგე

02/03/2023 16:31:01 სამართალი

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდნარეობს აქცია, ადამიანებს აკავებენ. მინიმუმ სამი პირი იძულებით ჩასვეს პოლიციის ავტომანქანაში. ისინი გაარიდეს აქციას, თუ მათ წინააღმდეგ დაიწყება საქმის წარმოება, ამ ეტაპზე უცნობია. ტრადიციულად, მსგავს ვითარებაში მომიტინგეებს ადმინისტრაციული მუხლით აკავებენ – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით ან არიდებენ პროტესტის ადგილს.

ვითარება პარლამენტთან ცოტა ხნის წინ დაიძაბა. მანამდე მომიტინგეები პარლამენტის შესასლელთან შეიკრიბნენ მიზნით, რომ სირცხვილის დერეფანი მოეწყოთ მმართველი გუნდის დეპუტატებისთვის, რომლებიც ამჟამად რუსულ კანონად შეფასებულ პროექტზე მსჯელობენ და სიმპათიას ამჟღავნებენ მის მიმართ.

ისმის შეძახილები „მონებო!“.

ადგილზე დაპირისპირების რამდენიმე კერაა, იზრდება სამართალდამცველების კონცენტრაციაც. მათ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს ორი შესასვლელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S