
უკრაინის არმიამ მოიგერია რუსული თავდასხმები ბახმუტის, ხრომოვოეს და ივანოვკოეს მახლობლად - უკრაინის სარდლობა
02/03/2023 20:11:11 ევროპა
ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევას - უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები ბახმუტის, ხრომოვოს და ივანოვსკოეს რაიონების დასახლებებში, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2 მარტს, საღამოს ანგარიშში.
„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევას. ქალაქ ბახმუტზე ტურმს ახორციელბს. ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს თავდასხმები დონეცკის ოლქის ბახმუტის, ხრომოვოსა და ივანოვსკოეს რაიონების დასახლებებში. ვასიუკოვკა, ჟელეზნიანსკოე, ორეხოვო-ვასილოვკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, ჩასოვ იარი, კურდიუმოვკა, დილიევკა, მაიორსკი და ნიუ-იორკი დაექვემდებარა მტრის დაბომბვას“,– ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, კუპიანსკის, ლიმანის, ავდეევკის და შახტიორსკის მიმართულებით, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა მახლობლად ბელოგოროვკას, კრემენოის, სადავოს, კამენკას, სევერნისა და მარინკასთან.
უკრაინის სარდლობის ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებით რუსული ჯარები ზოგიერთ რაიონში ცდილობენ შექმნან პირობები შეტევაზე გადასასვლელად.