Accentnews.ge
რუსი მილიარდერი: "ქვეყანაში მომავალ წელს ფული აღარ იქნება!"

რუსი მილიარდერი: "ქვეყანაში მომავალ წელს ფული აღარ იქნება!"

02/03/2023 20:12:16 ევროპა

რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთში "მომავალ წელს" ფული აღარ იქნება, თუ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორები არ დაბრუნდებიან.

"ფულთან დაკავშირებით უკვე სერიოზული პრობლემებია, ამიტომ ბიზნესი შეკოწიწება დაიწყო" - თქვა დერიპასკამ და დასძინა, რომ "კანონის უზენაესობა და პროგნოზირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია "მეგობრული ქვეყნებიდან" უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად და ბაზრის აზიაში შესაძლოა გადასატანად.”

”თუ ჩვენ ყოველ კვარტალში შევცვლით თამაშის წესებს, რაღაც პრობლემებიდან გამომდინარე, მაშინ არავინ დაგვიჯერებს: არც რუსი და არც უცხოელი მეწარმე”, - ხაზგასმით აღნიშნა მილიარდერმა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა „ძალიან რთული და არაპროგნოზირებადია“ და ასეთად დარჩება მინიმუმ, 2025 წლის შუა პერიოდამდე.

დერიპასკამ ხელისუფლებას შესთავაზა "ორჯერ ან სამჯერ შემცირდეს" თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების რაოდენობა და მათ ამჟამინდელ რაოდენობას უწოდა "სერიოზული ტვირთი ეკონომიკისთვის, რომელიც სანქციების გამო მძიმე წნეხის ქვეშაა“.

„სახელმწიფო კაპიტალიზმი არის გზა არსაითკენ“, - შეაჯამა ბიზნესმენმა.

ტელეგრამ–არხი „ბაზა“ იტყობინება, რომ კრასნოიარსკის გუბერნატორმა ალექსანდრე უსმა, რომელიც დერიპასკას გვერდით იჯდა, თქვა, რომ "მზადაა შემცირებისთვის". ამასთან, მან შესთავაზა მილიარდერს, არ განიხილოს დელიკატური საკითხები "ასეთ ღია აუდიტორიაში".

დერიპასკა აშშ–ის, ევროკავშირის, ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სანქციების ქვეშაა.

2021 წლის სექტემბერში ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ნათესავები სარგებლობენ ოლეგ დერიპასკას კუთვნილი თვითმფრინავებით, სახლებითა და სასტუმროებით. სანაცვლოდ, ლავროვი ლობირებს მის ინტერესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S