Accentnews.ge
რაჭის ცალკეულ გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რაჭის ცალკეულ გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

03/03/2023 07:42:00 რეგიონები, რეკლამა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ59-კმ73 მონაკვეთზე, გუფთა-ონის საავტომობილო გზის კმ44-კმ64,2 მონაკვეთსა და წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აღდგენილია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მისი ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების და ჭრებალო-ნიკორწმინდას საავტომობილო გზებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S