Accentnews.ge
უკრაინის სასამართლომ ხარკოვში დაკავებულ რუს მფრინავს 12 წელი მიუსაჯა

უკრაინის სასამართლომ ხარკოვში დაკავებულ რუს მფრინავს 12 წელი მიუსაჯა

03/03/2023 14:28:20 ევროპა

უკრაინის სასამართლომ რუს მფრინავს ალექსეი ლობოდას ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება.

გამომძიებლების ცნობით, 2022 წლის მარტში რუსული სუ-34 თვითმფრინავის პილოტმა მიიღო ბრძანება, გაენადგურებინა სამოქალაქო ობიექტები ხარკოვსა და ხარკოვის რეგიონში. მისი სამიზნე იყო რადიო და ტელევიზიის გადამცემი სადგური ხარკოვში.

„მსჯავრდებულმა, გააცნობიერა საბრძოლო ბრძანების უკანონობა, არ თქვა უარი მის შესრულებაზე და განახორციელა დაბომბვა რვა FAB-500 საავიაციო ბომბით, ტროტილის ექვივალენტით 2 ტონა 400 კგ“, - ნათქვამია მოხსენებაში.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა სატელევიზიო ანძა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი მუშაობის უსაფრთხოდ გაგრძელება. აღნიშნულია, რომ სატელევიზიო ანძა და მასზე განთავსებული ტექნიკა არის სამოქალაქო ობიექტი და არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის.

უკრაინელმა სამხედროებმა თვითმფრინავი იმავე დღეს ჩამოაგდეს. თვითმფრინავი განადგურდა და პილოტმა მოახერხა კატაპულტირება. ის დაშვების შემდეგ დააკავეს.

როგორც იუწყებიან, ლობოდა არის რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთ სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების მე-6 არმიის სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S