Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი: "დავდეთ ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ, შვედურ კომპანიებთან, ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას"

თავდაცვის მინისტრი: "დავდეთ ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ, შვედურ კომპანიებთან, ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას"

03/03/2023 15:23:18 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით ქართულმა მხარემ ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ და შვედურ კომპანიებთან გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შეიარაღების მიმართულებითაც ჩვენ გადავდგით უკვე ძალიან წარმატებული ნაბიჯები და წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ კომპანიასთან, პოლონურ კომპანიასთან, შვედურ კომპანიასთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას,” – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S