
ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
05/03/2023 09:24:08 ევროპა
ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. საუბარია ამა წლის 2 მარტს ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ სარაკეტო იერიშზე.
„მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან 13 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 8 თვის ბავშვის ცხედარი“, - აღნიშნა უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარმა დეპარტამენტმა ზაპოროჟიეს რეგიონში.
შემთხვევის ადგილზე უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგებიც მუშაობენ.
მათ დახმარება 100 ადგილობრივსა და დაზარალებულთა ახლობლებს უკვე გაუწიეს.