
მარადონა შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებს
06/11/2019 16:25:16 სხვა, მსოფლიო
ლეგენდარულმა არგენტინელი ფეხბურთელი საკუთარ ოჯახს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებს, ქონებას კი ქველმოქმედებას მოახმარს. ამის შესახებ მან საკუთარი ქალიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მარადონას ქალიშვილიმა მამა აბების "გაჭყეპილ ზოოპარკის ლომს" შეადარა და განაცხადა, რომ ის „შიგნიდან კვდება“.
„არც ვკვდები და კარგად მძინავს, რადგან ვმუშაობ. როცა ასაკი ემატებათ, ადამიანები უფრო მეტად შეწუხებულნი არიან არა თავიანთი საქმეების, არამედ იმის გამო, რა დარჩება მათ შემდეგ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ არავის არაფერს ვუტოვებ. მთელს ფულს ქველმოქმედებაზე დავხარჯავ“, – განაცხადა მარადონამ.
ცნობისთვის: მარადონა არგენტინულ კლუბ „ხიმნასიას“ ხელმძღვანელობს. მას რვა აღიარებული შვილი ჰყავს.