
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
06/11/2019 16:34:22 კონფლიქტები
გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას ოკუპანტებმა 28 წლის ზაქრო ბუთხიზი დააკავეს.
დაკავების დეტალები უცნობია, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალშია გადაყვანილი.
ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი.