მოსკოვის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა
06/03/2023 06:54:11 მსოფლიო
მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ვიდნოიეში, მოსკოვის კოქსისა და გაზის ქარხანაში კვირას საღამოს აფეთქება მოხდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა შესაბამისი ვიდეო. აფეთქების ფაქტი საგანგებო სიტუაციების სამინისტროშიც დაადასტურეს.
უწყების ცნობით, ხანძრის ფართობი 200 კვ.მ. იყო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.


