Accentnews.ge
რუსეთის ბეგოროდის ოლქიდან სამი რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

რუსეთის ბეგოროდის ოლქიდან სამი რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

06/03/2023 07:42:06 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, ნოვიოსკოლში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა, ჩამოგდებულია სამი რაკეტა.

მისივე თქმით, დაშავებულია ერთი ადამიანი - მამაკაცს დაზიანება ფრაგმენტმა მიაყენა.

რუსი გუბერნატორი ამბობს, რომ დაზიანდა სახლების ფასადები, ელექტროგადამცემი ხაზები. სხვა შედეგების შესახებ ცნობები ზუსტდება.

ნოვიოსკოლი მდებარეობს ბელგოროდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 80 კილომეტრში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას სასაზღვრო დასახლებების დაბომბვის შესახებ. უკრაინული მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს მსგავს ინციდენტებთან კავშირს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S