Accentnews.ge
ასადი ფულისთვის პუტინთან მიდის

ასადი ფულისთვის პუტინთან მიდის

06/03/2023 08:08:56 მსოფლიო

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავა, რათა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ფინანსური დახმარება სთხოვოს, – წერს „ვედომოსტი“ ინფორმირებული დიპლომატიურ წყაროსა და კრემლთან დაახლოებულ თანამოსაუბრეზე დაყრდნობით.

სირია 6 თებერვლის მიწისძვრამ მძიმედ დააზარალა. სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის მსხვერპლი 414 ათასზე მეტი ადამიანი გახდა, 4000-ზე მეტი შენობა დაზიანდა ან განადგურდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 5,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ქვეყანაში 12 წელია, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და მისი ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშაა. 2022 წლის დეკემბერში სირიაში საწვავის კრიზისი გამწვავდა. დეფიციტმა გამოიწვია პრობლემები ენერგომომარაგებასთან, პირველადი პროდუქტების, მედიკამენტების მიწოდებასა და სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით.

ირანმა, რომელიც აწვდიდა სირიას საწვავის ძირითად მოცულობებს, მიმდინარე წლის იანვარში უარი თქვა კრედიტით მიწოდებაზე და ახალი მარაგისთვის წინასწარ გადახდა მოითხოვა. თეირანმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა თავად არის ზეწოლის ქვეშ.

ამ ფონზე, ასადი შესაძლოა, შეეცადოს, მიიღოს ფინანსური დახმარება რუსეთისგან მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად, – ამბობს რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ექსპერტი კირილ სემიონოვი.

მოსკოვს შეუძლია დამასკოს მიაწოდოს ჭარბი ნავთობპროდუქტები, რომლებიც ევროკავშირის ემბარგოს გამო დაუგროვდა, – მიიჩნევს ექსპერტი.

ვარაუდობენ, რომ კიდევ ერთი განსახილველი საკითხი იქნება სირიასა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოსკოვის შუამავლობით. იანვრის შუა რიცხვებში გამოცხადდა მზადება რუსეთის, სირიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრისთვის. პარალელურად, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ მექდადმა მოითხოვა ქვეყნიდან თურქული ჯარების გაყვანა მოლაპარაკებების დასაწყებად. ექსპერტ ნიკოლაი სურკოვის თქმით, ეს საკმაოდ მძიმე პირობებია ანკარისთვის, მაგრამ თურქეთი იჩენს ინტერესს დიალოგის გაგრძელებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S