Accentnews.ge
გარდაბანში „თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა

გარდაბანში „თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა

07/11/2019 05:28:55 სხვა, საზოგადოება

გარდაბანში საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია „თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა.

აქციის მონაწილეები ხელფასების 50%-ით მატებას და პრემია-დანამატების სისტემის დანერგვას ითხოვენ. მათი განმარტებით, „თბილსრესის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში მიმდინარეობდა, დაპირება მიიღეს, რომ ხელფასის მატება სექტემბრიდან დაიწყებოდა, თუმცა პირობა არ შესრულდა.

ამ წუთებში „თბილსრესის“ რეზერვის რეჟიმშია. თუმცა ენერგო დეფიციტის შემთხვევაშიც აქციის მონაწილეები სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S