Accentnews.ge
მინსკის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ტიხანოვსკაიას და კიდევ ოთხ ოპოზიციონერს

მინსკის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ტიხანოვსკაიას და კიდევ ოთხ ოპოზიციონერს

06/03/2023 13:40:44 ევროპა

მინსკის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას მთავრობის დამხობის შესახებ შეთქმულების, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის და ხელმძღვანელობის, სიძულვილის გაღვივების და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების ბრალდებებით.

ტიხანოვსკაიასთან ერთად ასევე დაუსწრებლად გაასამართლეს კიდევ ოთხი ოპოზიციონერი - პაველ ლატუშკა, მარია მაროზი, ვოლჰა კავალკოვა და სიარჰეი დილევსკი, რომლებიც დამნაშავედ სცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

ხუთივე მსჯვარდებული უცხოეთში ცხოვრობს.

უფლებადამცველები ოპოზიციონერებისთვის წაყენებულ ბრალდებებს მიიჩნევენ პოლიტიკურად მოტივირებულად და აზრს მოკლებულად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S