Accentnews.ge
რუსეთის უშიშროების ძალები ხერსონში ხუთ კატეგორიის მოქალაქეებს იტაცებენ - „ყირიმ – SOS“

რუსეთის უშიშროების ძალები ხერსონში ხუთ კატეგორიის მოქალაქეებს იტაცებენ - „ყირიმ – SOS“

06/03/2023 15:36:48 ევროპა

რუსეთის უშიშროების ძალები უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხუთი კატეგორიის მშვიდობიან მოქალაქეების იტაცებენ, განაცხადა ალექსეი ტილნენკომ, უფლებადამცველი ორგანიზაცია „ყირიმ – SOS“-ის გამგეობის ხელმძღვანელმა.

„უპირველეს ყოვლისა, ისინი, რა თქმა უნდა, ნადირობდნენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს ამჟამინდელ თუ ყოფილ თანამშრომლებზე, ყოფილ სამხედროებზე, ყოფილ სამართალდამცავებზე, სპეცსამსახურებზე, ან მოქმედ თანამშრომლებზე, ან ტერიტორიული თავდაცვის ყოფილ წევრებზე, ასევე ამ კატეგორიის პირების ნათესავებზე“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, მეორე კატეგორიას სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანები წარმოადგენენ: სოფლისა და ქალაქის ხელმძღვანელები, მოადგილეები, მეწარმეები, მასწავლებლები და ექიმები.

მესამე კატეგორია „აზრის ლიდერები“ არიან: აქტივისტები, ჟურნალისტები, ბლოგერები, მოხალისეები და სასულიერო პირები. მეოთხე კატეგორია - დაკავებულები არიან ფილტრაციის შედეგად. ასეთ ადამიანებს შეიძლება, ეჭვმიტანილნი იყვნენ ან ბრალდებულნი უკრაინის დახმარებაში. ტყვეების მეხუთე კატეგორია არის შემთხვევითი მსხვერპლი.

ტილნენკო აღნიშნავს, რომ უმეტესწილად, რუსები აკავებენ მათ, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადგილობრივების აზრზე.

„თუ შევადარებთ ახლად ოკუპირებულ ტერიტორიებს და დროებით ოკუპირებულ ყირიმს, მაშინ, რა თქმა უნდა, ყირიმში სამართლებრივი დაცვის შანსი მეტია. ვინაიდან ხერსონის ოლქის ან ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ნაწილებზე, სამართლებრივ დაცვაზე საერთოდ არ არის საუბარი. იქ ხალხი მუდმივად წამების ქვეშ იმყოფება. შეუძლებელია მათთვის იურიდიული თუ სხვა სახის დახმარების აღმოჩენა“, - დასძინა უფლებადამცველმა.

რუსეთში და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროუკრაინელი მაცხოვრებლების დევნა გრძელდება. მაგალითად, პრორუსი ყირიმელი ბლოგერი ალექსანდრე ტალიპოვი თავის ტელეგრამ–არხზე ყირიმელების პერსონალურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერები არიან. ტალიპოვის საჩივრების შედეგად ყირიმელებს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“. უკრაინის პროკურატურამ ტალიპოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ეთნიკური უთანხმოების და სიძულვილის წაქეზების“ მუხლით.

დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოაჩინეს ათეულობით საწამებელი ოთახები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S