Accentnews.ge
უკრაინის არმია აგრძელებს ბახმუტის დაცვას

უკრაინის არმია აგრძელებს ბახმუტის დაცვას

06/03/2023 15:51:13 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 მარტს დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში შექმნილი ვითარება განიხილა შეიარაღებული ძალების მეთაურთან ვალერი ზალუჟნისთან და უკრაინის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელთან ოლექსანდრ სირსკისთან.

პრეზიდენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, შეხვედრაზე "მხარი დაუჭირეს თავდაცვითი ოპერაციის გაგრძელებას და ბახმუტში პოზიციების კვლავ გაძლიერებას".

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა "მტკივნეული და რთულია".

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 6 მარტის ანგარიშში აცხადებს, რომ რუსეთი კონცენტრირებულია შეტევებზე ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანის და შახტარის მიმართულებებით დონეცკში, ისევე, როგორც ჩრდილოეთით, ხარკოვის რეგიონში.

მაშინაც კი, თუ რუსმა ჯარებმა მოახერხეს ახლო მომავალში დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღება, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, ეს არ ნიშნავს საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შემობრუნებას,– ამის შესახებ ორშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი უკრაინული შენაერთი ტოვებს ბახმუტს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. რომ „ვაგნერის“ რაზმებმა აიღეს კონტროლი ქალაქის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე რიგ უბნებზე. თუმცა, მის დიდ ნაწილს კვლავ უკრაინული ძალები აკონტროლებენ. ქალაქი ძლიერ დაზიანებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ქვეყნის სხვა ლიდერებმა ბახმუტს არაერთხელ უწოდეს "ციხე", რომლის აღებისას რუსები დიდ ზარალს განიცდიან.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა იორდანიაში ვიზიტისას განაცხადა, ბახმუტს „უფრო სიმბოლური, ვიდრე სტრატეგიული ან ოპერატიული მნიშვნელობა აქვს“. მან დასძინა, რომ არ იცის, უკრაინული ძალები შეინარჩუნებენ თუ არა ბახმუტს, მაგრამ რომც ვერ შეძლეს, ეს რუსეთისთვის სერიოზული წარმატება არ იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S