
ესტონეთში გამართულ არჩევნებში კალასის პარტიამ გაიმარჯვა
06/03/2023 16:31:56 ევროპა
ესტონეთში გამართულ საყოველთაო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ. კალასი ევროპაში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია.
კალასის პარტიის ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა მეტოქემ დაკარგა ხმები კენჭისყრაში, რომლის მთავარი თემებიც იყო ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკა.
წინასწარი შედეგებით, რეფორმების პარტიამ,რომელიც წამყვანი ძალა იყო ესტონეთის სამპარტიულ, კოალიციურ ხელისუფლებაში, მოიპოვა ხმათა 31,2%, რაც 5 მარტს გამართული არჩევნების ყველაზე დიდი შედეგია. ეს ნიშნავს, რომ პარტიას ესტონეთის 101 ადგილიან პარლამენტში 37 მანდატი ექნება - სამი მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წლის არჩევნების შემდეგ ჰქონდა.