
კახეთში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს
07/11/2019 05:57:09 სხვა, სამართალი
კახეთში, სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების განცხადებით, ახლობლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ქალთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს, პოლიცის გამოძახების შემდეგ კი ის გარდაცვლილი ნახეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.