Accentnews.ge
რობერტ ჰაბეკი: "საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა"

რობერტ ჰაბეკი: "საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა"

06/03/2023 19:21:11 ევროპა, პოლიტიკა

საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა,– ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან გაიხსენა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საქართველო:

„ჩემი ოჯახი, როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, google. Translate-ს ვიყენებდით თარგმანისთვის და ბარიერი არ გვქონია ურთიერთობაში. ნამდვილად შეიძლება კომუნიკაცია ტელეფონის და კომპიუტერის საშუალებითაც. მე მახსოვს მზის ჩასვლის მომენტი თბილისის თავზე, მთაზე. ვიყავი ძალიან ძველ მუზეუმში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ და მას შემდეგ, მალევე მოხდა საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ, 1918-21 წლებზე მაქვს საუბარი. მე თბილისში ვარ ნამყოფი, ვიცი , რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა”,- აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S