Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე "აგენტების შესახებ" კანონპროექტის თაობაზე: "ეს ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე "აგენტების შესახებ" კანონპროექტის თაობაზე: "ეს ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს"

07/03/2023 07:49:44 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი აცხადებს, რომ "აგენტების შესახებ" კანონპროექტი "არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს". ამის შესახებ მან თბილისში, სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენციის "ქალები პოლიციაში" გახსნას ესწრება.

"ცხადია, ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოსას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებში შედის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ეს კანონი ამას არ აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი საქართველოსთვის. რაც მთავარია, ქართველები არ თვლიან, რომ ეს სწორია საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობაში ჩვენს პარტნიორებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვმუშაობთ იმაზე, რაც მათი პრიორიტეტია, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია", – განაცხადა რობინსონმა.

რაც შეეხება კითხვას, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ქართული ვარიანტის ამერიკულ FARA-სთან შესაძლო მსგავსების თაობაზე, მან შემდეგი განაცხადა:

"მე არ ვაპირებ ამ კანონის დეტალებში შესვლას. მე ვიცი, რომ ეს არ მუშაობს საქართველოსთვის. ეს არ მუშაობს იმაზე, რაც ქართველებს სურთ, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ამბიციებში და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S