Accentnews.ge
რუსების 59%–ს ქვეყანაში კარდინალური ცვლილებები სურს

რუსების 59%–ს ქვეყანაში კარდინალური ცვლილებები სურს

07/11/2019 07:03:39 სხვა, მსოფლიო

ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში კარდინალური ცვლილებების მომხრე მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად – 42–დან 59%–მდე გაიზარდა, ასეთია მოსკოვის კარგნეგის ცენტრისა და „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგი, რომელსაც რუსული მედია აქვეყნებს. 

ამასთან, გამოკითხულთა 53%–ის აზრით, კარდინალური რეფორმები, მხოლოდ პოლიტიკური სისტემის ძირეული ცვლილების შემთავხვეაშია შესაძლებელი. ხოლო იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც სჯერათ, რომ მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყნის გარდაქმნის მიმზიდველი გეგმის წარმოდგენას შეძლებს, 25–დან 16%–მდე შემცირდა.

გამოკითხულთა შორის 24% უპირველესად ცხოვრების დონისა და ხელფასების ამაღლებას ისურვებდა, 13% – პრეზიდენტისა და მთავრობის შეცვლას. ამასთან, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მოქალაქეები ხელისუფლებისგან შემოსავლების მათ სასარგებლოდ გადანაწილებას მოელიან, კორუფციით უკმაყოფილება მაქსიმუმამდეა გაზრდილი, თუმცა სამართლიან არჩევნებზე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტზე, გამოკითხულთა მხოლოდ 9% საუბრობს, დამოუკიდებელ სასამართლოზე – მხოლოდ 8%.

რუსეთის მოქალაქეების მთავარ შიშებს შორის ჯანმრთელობის პრობლემები, მსოფლიო ომები და ხელისუფლების თვითნებობა გამოიკვეთა. ამასთან, ეს უკანასკნელი ბოლო თვეების განმავლობაში შიშების რეიტინგში მე–7–დან მე–3 პოზიციამდე დაწინაურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S