Accentnews.ge
აფხაზები - "აგენტების შესახებ" კანონის წინააღმდეგ: "ვიცით, რა არის რუსეთი! ნურავინ მოძვრება ჩვენთან თავისი იმპერიალისტური იდეებითა და გეგმებით!"

აფხაზები - "აგენტების შესახებ" კანონის წინააღმდეგ: "ვიცით, რა არის რუსეთი! ნურავინ მოძვრება ჩვენთან თავისი იმპერიალისტური იდეებითა და გეგმებით!"

07/03/2023 09:16:18 კონფლიქტები

აფხაზი აქტივისტები სოხუმის ხელისუფლების მიერ პუტინის რეჟიმის კარნახით ინიცირებული "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების წინააღმდეგ ილაშქრებენ, მას სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო აქტად მიიჩნევენ და რუსეთს "აფხაზეთში თავისი იმპერიალისტური ზრახვების განხორციელების მცდელობების შეწყვეტისკენ" მოუწოდებენ.

"რუსეთი ცდილობს, აფხაზეთი "ანტირუსულ ქცევაში" დაადანაშაულოს, ჩვენი ხელისუფლება კი თავისუფალი სიტყვის აკრძალვას ცდილობს! ბოროტების იმპერიას სურს, ცხოვრება გვასწავლოს? ჩვენი პრორუსული ხელისუფლება კი კვლავ გაუწვა? - არაფერი ახალი! მაგრამ ჩვენ - აფხაზებს გვახსოვს, რა არის რუსეთი და რა გვიქნა მან. სწორედ სსრკ-ის ხელისუფლება და არა ქართველები იქცნენ 1992 წელს ომის მიზეზად და კატალიზატორად. მართალია, ისტორია ზუსტი მეცნიერება არაა, მაგრამ ნამდვილად ახსოვს რუსეთისა და მისი გეოპოლიტიკის "ლაქები". ჩვენ - აფხაზებს არავის ვალი არ გვაქვს და ნურავინ მოძვრება ჩვენს ქვეყანაში თავისი ბლაგვი იმპერიალისტური იდეებითა და გეგმებით" - წერენ აფხაზი აქტივისტები სოცქსელებში, რომელთა ჰეშთეგს #Россия#Империя#Зла#ССР#Абхазия#Апсны სულ უფრო მეტი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი უერთდება.

ცნობისთვის: "უცოური აგენტების შესახებ" იმ რუსული კანონის ანალოგის მიღება, რომლის შედეგად პუტინის ქვეყანაში თავისუფალი აზრი და სიტყვა საბოლოოდ განადგურდა, კრემლმა სოხუმს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უბრძანა და სამოქმედო გეგმაც გაუგზავნა "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორირებისთვის კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის პროგრამის" სახით, რომლის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ "უცხოურ აგენტებს" ეხება.

ანალოგიური კანონპროექტები, რომელთაც ინიციატორები ქართულ საზოგადოებას "ამერიკულად" ან "ქართულად" ასაღებენ, საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდის აშკარა მხარდაჭერით "ოცნებიდან" ფორმალურად გამოყოფილი ანტიდასავლური ჯგუფის - "ხალხის ძალისა" და ღიად პრორუსი ბოტი "ექსპერტების" მიერაა ინიცირებული. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მესამე დღეა, მწვავე დაპირისპირებებია, პარლამენტის შენობასთან კი აქციები არ წყდება.

იხილეთ ასევე: ერთიანი რუსული სცენარი: რატომ იქცა აფხაზეთის ლიდერი "ოცნების" მხარდამჭერად

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S