Accentnews.ge
"დღეს რუსეთთან ბრძოლა გვიწევს საქართველოში - ლუსტრაცია მოხდა სრული! გამოდით! ერთად დავდგეთ ჩვენი არჩევანისა და მომავლის დასაცავად!"

"დღეს რუსეთთან ბრძოლა გვიწევს საქართველოში - ლუსტრაცია მოხდა სრული! გამოდით! ერთად დავდგეთ ჩვენი არჩევანისა და მომავლის დასაცავად!"

07/03/2023 15:27:29 ციტატა

"ევროპა ჩვენი ხალხის არჩევანია, ჩვენი წინსვლა-განვითარების ერთადერთი გზა! დღეს რუსეთთან ბრძოლა გვიწევს საქართველოში - ლუსტრაცია მოხდა სრული! გამოდით! ერთად დავდგეთ ჩვენი არჩევანისა და მომავლის დასაცავად!", – აცხადებს "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S