Accentnews.ge
შსს: "მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი"

შსს: "მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი"

07/03/2023 15:55:58 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება მოუწოდებს შეკრებილებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება, სადაც შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S