
პარლამენტთან სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
07/03/2023 18:08:18 სამართალი
პარლამენტთან სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.