
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დაიკავა
07/03/2023 21:53:54 სამართალი
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დაიკავა.
ნიღბიანები არიან მობილიზებულნი პარლამენტის გვერდითა ქუჩებზეც.
დამატებითი საპოლიციო ძალები ცდილობენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ მომიტინგეებისგან.
მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური წყლის ჭავლი, ცრემლსადენი აირი და "წიწაკის სპრეი" გამოიყენეს.
პარლამენტთან პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა.
მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები რამდენჯერმე დაშალეს, მათი ნაწილი პარლამენტთან კვლავ იკრიბება.