
გარდაიცვალა მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის შვილი იასონ წამალაიძე
07/11/2019 08:21:41 სხვა, საზოგადოება
მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
შესაბამისი ინფორმაცია "აქცენტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საკუთარ ბინაში გარდაიცვალა", – განუცხადეს "აქცენტს" შსს–ში.
გარდაცვლილი ეპისკოპოსი იასონი სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში, მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებულ ეკლესიაში მსახურობდა.
ქრისტეფორე წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელთმთავარია, რომელიც საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო ეკლესიას გამოეყო. წამალაიძე ახლა დამოუკიდებელი მღვდელია, ჰყავს საკუთარი მრევლი და მღვდელმასხურებას საკუთარ სახლში ეწევა.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.