Accentnews.ge
სახალხო დამცველი სასულიერო პირებისგან სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველი სასულიერო პირებისგან სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებას ითხოვს

07/11/2019 08:27:16 სხვა, სამართალი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასულიერო პირების მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების საქმეებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

მისი თქმით, ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს შეიცავს.

"მოვუწოდებ სამართლადამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა რეაგირებისთვის უკვე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალურ პროკურატურას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ამასთანავე, ნინო ლომჯარია მოუწოდებს განცხადების ავტორებსა და ინფორმაციის მფლობელებს დაუკავშირდნენ მის აპარატს და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით მიაწოდონ ინფორმაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S