Accentnews.ge
მოგერიებულია 100-ზე მეტი შეტევა ხუთი მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

მოგერიებულია 100-ზე მეტი შეტევა ხუთი მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

08/03/2023 06:19:06 ევროპა

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

„ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკასა და შახტიორკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე. ისინი აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას დონეცკის ოლქის ორეხოვო-ვასილევკას, დუბოვო-ვასილევკას, ბახმუტის, კამენკას ავდიივკასა და მარინკას მიდამოებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე, გასული დღის განმავლობაში, 24 საჰაერო და 1 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

„მტერმა გამოიყენა „შაჰედ-136“ ტიპის 1 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ჩამოგდებულ იქნა. ასევე, ოკუპანტებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 60-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უკსრაინის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებს 7 დარტყმა მიაყენა. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი მოწინააღმდეგის კუთვნილ "Бук-М1-2" საზენიტო სარაკეტო სისტემას, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 5 ტერიტორიას, საწვავი და საპოხი მასალების 3 საცავსა და სარადარო კომპლექსს დაარტყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S